LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდთოვლობას ევროპაში 55 ადამიანი ემსხვერპლა

40

ევროპაში დიდთოვლობის და ძლიერი ქარის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 55-მდე გაიზარდა. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ევროპის ქვეყნების უმეტესობაში შეფერხებულია საავტომობილო და სარკინიგზო მიმოსვლა.

ყველაზე მეტი ადამიანი ყინვებმა პოლონეთში იმსხვერპლა, სადაც ტემპერატურა მინუს 20 გრადუსამდე დაეცა.

ირლანდიაში კი ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დიდ თოვლს ელოდებიან. შეწყვეტილია სასწავლო პროცესი. პარალიზებულია დუბლინის საერთაშორისო აეროპორტი, რეისები გადაიდო ჰოლანდიისა და შვეიცარიის აეროპორტებშიც.

დიდთოვლობის გამო, საფრანგეთის ქალაქ მონპელიესთან 2000-ზე მეტი მგზავრი საავტომობილო მაგისტრალზე იყო ჩარჩენილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები