LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდთოვლობის გამო აჭარაში სახლი დაინგრა, არის მსხვერპლი

66

დიდთოვლობის გამო, ხელვაჩაურში, სოფელ განთიადში დღეს, დილის საათებში სახლი დაინგრა. ამ დროისთვის სახლში ხუთი ადამიანი იმყოფებოდა.

სახლის ნგრევის შედეგად 60 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა, დაშავდა სამი მამაკაცი.

ამ დროისთვის, მაშველები ნანგრევებში 19-20 წლის ასაკის ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ.

უბედური შემთხვევა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ფერიაში გუშინაც მოხდა – ქართველიშვილების ოჯახის საცხოვრებელი სახლის ნგრევის შედეგად, 44 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები