LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდთოვლობის გამო, საირმე-აბასთუმნის გზაზე მოძრაობა აიკრძალა

37

დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ65-კმ90 (საირმე-აბასთუმანი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ამავე გზის, კმ52-კმ64 მონაკვეთებზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის  მოძრაობა აკრძალულია.