LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდთოვლობის გამო შსს-ს შესაბამისი ქვედანაყოფები საგანგებო რეჟიმით მუშაობენ

39

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი დიდთოვლობასთან დაკავშირებით საგანგებო რეჟიმში მუშაობს, ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

დიდთოვლობასთან დაკავშირებით, ბათუმი-ქობულეთის უღელტეხილზე დაწესებულია შეზღუდვა გარკვეული ტიპის სატრანსპორტო საშუალებებისთვის, კერძოდ, დიდი სატვირთო ავტომანქანებისთვის. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, ავტომანქანების უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, მობილიზებული არიან და 24 საათის განმავლობაში პატრულირებენ გზებსა და მაგისტრალებზე.

აჭარის მაღალმთიან სოფლებთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზები ამ დროისთვის გახსნილია ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის. დიდთოვლობის გამო არც ერთი ავტოსატრანსპორტო შემთხვევა არ მომხდარა.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველები გასული ღამის განმავლობაში აჭარაში 72 გამოძახებაზე გავიდნენ, სადაც ოპერატიულად აღმოუჩინეს დახმარება ყინულზე მოცურებული ავტომანქანების მძღოლებს და ისინი უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს.

მეორე დღეა გურიაში ინტენსიურად თოვს. მიუხედავად უხვი ნალექისა, სამტრედია-ლანჩხუთის საგზაო მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტისთვის გადაადგილება შესაძლებელია. სამტრედია-ჩოხატაურის საგზაო მონაკვეთზე კი სატვირთო ავტომანქანების გადაადგილება აკრძალულია. საჯავახოს უღელტეხილის შესასვლელთან ავტომობილების უსაფრთხო გადაადგილებას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს და ჩოხატაურის მიმართულებით მხოლოდ იმ ავტომანქანებს ატარებს, რომელიც ტექნიკურად გამართულია და თოვლში უსაფრთხოდ მოძრაობა შეუძლია.
გურიის მაღალმთიან რაიონებში ინტენსიურად მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები, რაიონულ ცენტრს არც ერთი სოფელი მოწყვეტილი არ არის. სოფლებთან საავტომობილო გზით დაკავშირება შესაძლებელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები