LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიეგო მარადონა: მე პუტინის ფანი ვარ, ძალიან მიყვარს

79

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი დიეგო მარადონა აღიარებს, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ფანია.

არგენტინული მედიის ცნობით, მარადონამ განაცხადა, რომ ის პუტინთან შეხვედრას გეგმავს.

ფეხბურთის ლეგენდის და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრა მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატთან დაკავშირებით, რამდენიმე დღეში შედგება.

“პუტინთან შეხვედრა მექნება. მას უნდა, რომ 2018 წლის მსოფლიო თასისთვის რაღაცეები გავაკეთო. პუტინის ფანი ვარ, ძალიან მიყვარს. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჩვენ ამის შესახებ 2 თვის წინ ვისაუბრეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მას პირადად შევხვდე და ეს საკითხი განვიხილოთ”, – განაცხადა მარადონამ.

რუსეთში მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი 2018 წლის 14 ივნისიდან 15 ივლისამდე გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები