LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიეგო მარადონას მეგობარმა გოგონამ კარიერაში პირველი გოლი ხელით გაიტანა

361

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდის ახალმა სიყვარულმა როსიო ოლივამ, რომელიც არგენტინის ქალთა ჩემპიონატის მეორე დივიზიონის კლუბ ”ექსკურსიონისტაში” თამაშობს, ”კამიონეროსასთან” 3:0 მოგებულ მატჩში კარიერის პირველი გოლი გაიტანა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა შეხვედრაში ანგარიში გახსნა და პროფესიულ კარიერაში პირველი გოლიც იზეიმა, თუმცა მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელების აზრით, ოლივამ თამაშის წესები დაარღვია.

”ხელით თამაში იყო, ეს ყველამ დაინახა”, – განაცხადა მატჩის შემდეგ ”კამიონეროსას” მთავარმა მწვრთნელმა ფედერიკო მალდონადომ.

შეგახსენეთ, რომ დიეგო მარადონას თავის კარიერაში ორი ყველაზე ლეგენდარული გოლი მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატის მეოთხედფინალში, ინგლისის კარში აქვს გატანილი. ერთმა მათგანმა მიიღო მეტსახელი ”საუკუნის გოლი”, რადგან ამ გოლის გატანამდე დიეგომ მთელი მოწინააღმდეგე გუნდი მოატყუა. მეორეს კი ”ღმერთის ხელი” ეწოდა, რადგან მარადონამ ის ხელით გაიტანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები