LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიეტა, რომლის წყალობითაც 70 წლის ავსტრალიელმა ქალბატონმა ახალგაზრდობა შეინარჩუნა

120

ავსტრალიელმა კეროლინ ჰარტცმა ასაკის „მოტყუება“ შეძლო და 70 წლის ასაკში 30 წლის ქალის ფიგურა შეინარჩუნა, რაც მისი განცხადებით ჩვეულებრივი დიეტის დამსახურებაა.

ჰარტცის განცხადებით, მან 30 წლის წინ სრულად ამოიღო რაციონიდან შაქარი, რომელზეც მრავალი წელი იყო დამოკიდებული. ტკბილეულის დიდმა მოყვარულმა, ერთ მშვენიერ დღეს მტკიცედ გადაწყვიტა, რომ ჯანმრთელობა ბევრად ძვირფასი იყო, ვიდრე გემრიელი დესერტი, საკუთარი თავისთვის მიცემულ პირობას დღესაც პირნათლად ასრულებს.

გარდა დიეტისა, იდეალური ფორმის შენარჩუნებაში ქალბატონს მუდმივად პოზიტიური განწყობა ეხმარება, „მე ოპტიმისტი ვარ და ყველაზე მძიმე განაცდელსაც ყოველთვის პოზიტიური განწყობით ვხვდები“, – აღნიშნა კეროლმა ჟურნალისტებთან ინტერვიუში.

დღეს ჰერტცი ჯანსაღი ცხოვრების ეტალონად ითვლება მთელ მსოფლიოში, რომელიც საკუთარი მაგალითით არწმუნებს სხვებს, რომ არც ასაკი, არც მშობიარობა არ უშლის ხელს ახალგაზრდობის შენარჩუნებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები