LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიეტური ნაყინი შაქრის გარეშე – „პალომამ” ახალი პროდუქტი გამოუშვა

2740

„ნიკორამ” საკუთარ მომხმარებელს ახალი პროდუქტი შესთავაზა. „ნიკორას” ბრენდმა „პალომამ” დიეტური ნაყინის წარმოება დაიწყო.

უშაქრო ნაყინი „პალომასგან” სარეალიზაციო ქსელში ერთ კვირაზე მეტია, რაც ჩაეშვა და ის სრულიად საქართველოს მასშტაბით,  „ნიკორას” სუპერმარკეტების ქსელში იყიდება.

ამ ეტაპზე გვაქვს 2 სახეობის დიეტური ნაყინი – ეს არის დიეტური შოკოლადის ნაყინი და დიეტური მარწყვის ნაყინი, რომლებიც 280 გრამიან შეფუთვებშია. პროდუქციის ღირებულება კი 3.95 ლარს შეადგენს. რაც შეეხება ნაყინის კალორიულობას – ის ძალიან დაბალია, 100 გრამზე 130 კილოკალორია, შაქარი კი, როგორც უკვე გითხარით, 0%-ია”, – აღნიშნეს კომპანიაში.

ცნობისთვის, სააქციო საზოგადოება “ნიკორა” 1998 წელს ქართული კაპიტალით დაფუძნდა. ამჟამად, კომპანიის ჰოლდინგში ხორცპროდუქტების, ნახევარფაბრიკატების, თევზეულის, რძის ნაწარმის, ნაყინის, პურ-ფუნთუშეულის, გაყინული საკონდიტრო ნაწარმისა და ღვინის საწარმოებია გაერთიანებული. „ნიკორას” ერთ-ერთი ბრენდია „პალომა”, რომელიც 2005 წელს დაარსდა და ნაყინის რამდენიმე მიმართულებას მოიცავს: საოჯახო, პლომბირი, ჭიქის ნაყინი, ჩამოსასხმელი და სხვა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები