LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიღომში “ლიბერთი ბანკის” ფილიალი დააყაჩაღეს

40

დიღომში, რობაქიძის 7 ნომერში “ლიბერთი ბანკის” ფილიალი დააყაჩაღეს. ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო ეკიპაჟები. მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

რა რაოდენობის თანხა არის წაღებული, ჯერ-ჯერობით უცნობია.

როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება ყაჩაღობის მუხლით უკვე დაიწყო, რომელიც 5-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მათივე ინფორმაციით, დამნაშავის დასადგენად აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები