LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიღომში სახლს მეხი დაეცა

88

თბილისში ძლიერ წვიმისგან გამოწვეულ პრობლემებს ეხმაურება თბილისის მერი დავით ნარმანია. როგორც დავით ნარმანიამ “კურიერის” პირდაპირ ეთერში განაცხადა, შესაბამისი სამსახურები მუშაობენ და მიმდინარეობს ვითარების დასტაბილურება:

განსაკუთრებით რთული მდგომარეობა არსად არ გავქვს, თუმცა ცალკეულ საგზაო მონაკვეთებზე და ცალკეულ ტერიტორიებზე არის წყლის დონე მომატებული. სანიაღვრე სისტემები შეძლებისდაგვარად ატარებს ამ ყველაფერს.

ამ ეტაპზე ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, ყველაზე მთავარი დატბორვა არის უნივერსიტეტის ქუჩაზე დელისის მიმდებარე ტერიტორიაზე, მარჯვენა სანაპიროს ერთი ნაწილი, არის ასევე გუდამაყრისქუჩა, სადაც ჩამორეცხვა მოხდა, ეს არის ნაძალადევის რაიონში.

დიღმის ტერიტორიაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს დაეცა მეხი, თუმცა ზიანი არ არის. ეტაპობრივად ხდება ნაწვიმარი წყლის დაწურვა. ყველა ჩვენი სამსახური მობილიზებულია, როგორც მერიის ასევე გამგეობის რაიონული ჯგუფები, რომლებიც ადგილზე გადიან, სამაშველო სამსახური მუშაობს განსაკუთრებულ რეჟიმში და ვართ მათთან კოორდინაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები