LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიკაპრიოსა და პიტის სანახავად გადასაღები მოედანი ფანებით გაივსო (ფოტო)

140

ქუენტინ ტარანტინოს ახალი ფილმი „ერთხელ ჰოლივუდში“, ლეონარდო დიკაპრიოსა და ბრედ პიტის მონაწილეობით, წლის ყველაზე რეზონანსული პროექტია. ამჯერად მსახიობები ლოს-ანჯელესში იმყოფებიან, სადაც მორიგი ეპიზოდის გადაღება მიმდინარეობს. გუშინ პაპარაცების ობიექტივში მოხვდა პიტისა და დიკაპრიოს ერთობლივი სცენის გადაღების კადრი. დღეს გავეცელებულ ფოტოებზე კი ჩანს, რომ გადასაღები მოედანი ფანებითაა სავსე და ყველა სცენის გადაღება მსახიობების გულშემატკივართა გარემოცვაში მიმდინარეობს. გადაღებებზე პირველად გამოჩნდა ალ პაჩინოც.

ტარანტინოს ახალი ფილმი „ერთხელ ჰოლივუდში“ სერიული მკვლელის, ჩარლი მენსონის ისტორიას გვიყვება, სადაც დიკაპრიო ვესტერნის ჟანრის ვარსკვლავის, რიკ დალტონის, პიტი კი მისი დუბლიორის, კლიფ ბუტის როლს ასრულებს. სცენარის მიხედვით, პიტისა და დიკაპრიოს გმირები იმ საზარელი მკვლელობის მოწმეები ხდებიან, რომელსაც მენსონის სექტა ჩაიდენს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები