LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიმა ობოლაძეს ლაშა დვალიშვილი  შეცვლის

550

სპორტული კომენტატორი ლაშა დვალიშვილი „რუსთავი 2“თან ხელშეკრულებას დღეს გააფორმებს. ის „კურიერში“ დიმა ობოლაძეს ჩაანაცვლებს და სპორტულ სეგმენტს გაუძღვება. ეს ინფორმაცის სხვადასხვა ინტერნეტპორტალთან თავად ლაშამ დაადასტურა და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, დღეს დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ დიმა ობოლაძემ „რუსთავი 2“ დატოვა. 21-წლიანი მუშაობის შემდეგ მან სხვა არხზე, კერძოდ კი, „იმედზე“ გადაინაცვლა, სადაც სპორტულ მიმართულებას უხელმძღვანელებს.

როგორც ნიკა გვარამიამ აღნიშნა, დიმა ობოლაძე ყოველ ჯერზე მეტ თანხას ითხოვდა და წელს გადაწყდა, რომ არხი ხელფასს აღარ მოუმატებდა. დიმას განცხადებით, მას „იმედზე“ უკეთესი პირობები შესთავაზეს.

რაც შეეხება ლაშა დვალიშვილს, ის მიიჩნევს, რომ „რუსთავი 2 “ყველაზე რეიტინგული არხია და ამ არხზე მუშაობა ყველას უნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები