LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიმა ობოლაძის ემოციური მიმართვა „კლავიატურის ვირთხებს“ – „თითებს დაგალეწავდით ჩაქუჩით სიამოვნებით…“

299

დიმა ობოლაძე გადაცემა „შუა დღეში“ მიმართვით გამოვიდა. ტელესახემ კოლეგას, მაია ასათიანსა და მის ოჯახს შვილის გარდაცვალება მიუსამძიმრა და ყურადღება გაამახვილა იმ ნეგატიური კომენტარების ავტორებზე, რომლებიც ინტერნეტსივრცეში ტრაგედიას არაადეკვატურად ეხმიანებიან.

„მინდა, ჩვენი არხის სახელით, მივუსამძიმრო მაია ასათიანს, მის მეუღლესა და ოჯახის წევრებს, ყველას. ამის გადატანა თუ შესაძლებელია, წარმოდგენა არ მაქვს.

კიდევ მინდა მივმართო იმ კლავიატურის ვირთხებს, რომლებიც რაღაცებს ჯღაბნიან და რაღაც ქვეტექსტებს ეძებენ. აგრესია არ მქონია, არავისთვის ფიზიკური ტკივილი არ მიმიყენებია… დაგალეწავდით ამ თითებს ჩაქუჩებით სიამოვნებით!.. დაუკვირდით ცოტა… თქვენ თვითონ ხართ საცოდავები, ვინც ამას აკეთებთ. არ მაქვს სოციალური ქსელი, მაგრამ ვიგებ. ვინც წაიკითხა, მასაც თავისი რეაქცია ექნება. უბრალოდ, ეს არის საზიზღრობა, ამაზრზენი გახდა ეს ყველაფერი. მართალია, ცოტანი არიან, მაგრამ ასეთ დროს ერთიც რომ გამოჩნდება, ეს ზოგადად უკვე პრობლემებზე მოქმედებს…“ – აღნიშნა დიმა ობოლაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები