LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიმიტრი ხუნდაძე – ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში მეხის გავრდნა იყო ოპოზიციისთვის

54

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე საქართველოს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას ოპოზიციისთვის მეხის გავარდნად აფასებს, ქვეყნისთვის კი დამშვიდებას პროგნოზირებს.

„ვერ გეტყვით, რომ ამ გადაწყვეტილებას არ ველოდი. ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში მოსვლამდე დიდი ხნით ადრე კარგად ვიცნობდი და ვიცი მისი დამოკიდებულება ყველა იმ საკითხის მიმართ, რასაც იწყებს. მჯეროდა, რომ ის არ მიატოვებდა მის მიერ დაწყებულ სერიოზულ რეფორმებს. თუ იმ პრინციპებს, რითაც მოვედით, საფრთხე დაემუქრებოდა, ის აუცილებლად დაბრუნდებოდა. ამის შესახებ თავად გააკეთა განცხადება წასვლის წინ. ის, რაც ბოლო პერიოდში ხდება „ქართულ ოცნებაში“, ჩვეულებრივი პოლიტიკური მოვლენაა. გუნდში ყოველთვის არის აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ეს სხვადასხვაობა ღირებულებათა სხვადასხვაობაში არ უნდა გადაიზარდოს. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილმა სწორედ ეს დაინახა და ისევ გუნდის პოლიტიკურ ხელმძღვანელად დაბრუნდა. მისი დაბრუნება გააერთიანებს გუნდს და კვლავ მონოლითურს გახდის.

ბიძინა ივანიშვილის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი არ არის მომგებიანი თავად მისთვის, მაგრამ, ეს მომგებიანია ქვეყნისთვის. ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი და უფრო მეტად გვჭირდება გაძლიერება. მჯერა, ეს მეხის გავრდნა იყო ოპოზიციისთვის, მაგრამ ქვეყანა დამშვიდდება და ყველა კულუარულ ტყუილ-მართალზე საზოგადოებას ექნება ღია პასუხები. ჩავთვალოთ, რომ ეს არის მისგან კიდევ ერთი მსხვერპლის გაღება“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ, რომლის კომენტარს საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

პოპულალურები