LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიმიტრი პესკოვი – მოსკოვი არ არის „ტვიტერ-დიპლომატიის“ მომხრე

91

კრემლში ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას უპასუხეს. მოსკოვი არ არის „ტვიტერ-დიპლომატიის“ მომხრე. განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

„ჩვენ არ ვართ „ტვიტერ-დიპლომატიის“ მონაწილეები. ჩვენ სერიოზულ მიდგომებს ვემხრობით. კვლავაც მივიჩნევთ, რომ მნიშვნელოვანია არ გადაიდგას ნაბიჯები, რომლებმაც შეიძლება დააზიანოს ისედაც ფაქიზი ვითარება“, – განაცხადა პესკოვმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთი გააფრთხილა, რომ სირიის მიმართულებით რაკეტებს გაუშვებს. „რუსეთი ამბობს, რომ სირიის მიმართულებით გაშვებულ ნებისმიერ რაკეტას ჩამოაგდებს. მოემზადე, რუსეთო, ვინაიდან რაკეტები წამოვა – მშვენიერი, ახალი და „ჭკვიანი“ რაკეტები. რუსეთო, შენ არ უნდა იყო მკვლელი ცხოველის პარტნიორი, რომელიც თავის ხალხს კლავს და ამით სიამოვნებას იღებს“, – დაწერა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები