LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიმიტრი პესკოვის თქმით, კიევში ვითარება არასტაბილურია

58

„კრემლი აკვირდება მოვლენათა განვითარებას კიევში, სადაც საპროტესტო აქციები მიმდინარეობს,“ – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

დიმიტრი პესკოვის თქმით, კიევში ვითარება არასტაბილურია.

გუშინ, კიევში, უკრაინის პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაში რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობდა. ისინი დეპუტატების ხელშეუხებლობის გაუქმებას, საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას და ასევე ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნას ითხოვდნენ.

უკრაინის პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა 65 კარავი გაშალეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები