LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიმიტრი ქუმსიშილი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან შეხვედრებს გამართავს

47

ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში, (Annual Meetings 2017) რომლის ფარგლებშიც შეხვედრებს გამართავს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და სარეიტინგო კომპანიების წარმომადგენლებთან.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია დიმიტრი ქუმსიშვილის შეხვედრები ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენებთან. მათივე ცნობით, აშშ-ში გამართულ შეხვედრებს, ასევე, დაესწრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა.

საქართველოში დასრულდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ორკვირიანი სამუშაო ვიზიტი, „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ (Extended Fund Facility) საქართველოში მიმდინარე პროგრამის პირველი მიმოხილვის ფარგლებში. პროგრამის პირველი მიმოხილვა წარმატებით დასრულდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები