LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიმიტრი ქუმსიშვილი: ანაკლიის პორტს ინფრასტრუქტურას სახელმწიფო გადასცემს

46

საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის და ეკონომიკის განვითარებისთვის ანაკლიის პორტს დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ სახელმწიფო პორტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას თავად მოაწყობს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გამარჯვებული კომპანიის გამოვლენა ხანგრძლივი პროცედურა იყო.

“ხელშეკრულება გაფორმდება უკვე დადგენილი პროცედურების გავლით. პროექტი არის ძალიან მასშტაბური და ფაზებადაა დაყოფილი. მხოლოდ ერთ ფაზაში ეს იქნება 7 მილიონის გამტარუნარიანობის ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც ჩვენს ქვეყანას ხელშეკრულების ხელმოწერიდან სამი წლის განმავლობაში უნდა შეემატოს. ხოლო შემდგომში ჯამურად 100 მილიონზე უნდა ავიდეს ამ პორტის გამტარუნარიანობა. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო თავის ვალდებულებებს იღებს იმისთვის, რომ პორტს მიუყვანოს გზა, რკინიგზა და გადასცეს შესაბამისი ინფრასტრუქტურა”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

რაც შეეხება გამარჯვებული კონსორციუმის გამოვლენის კრიტერიუმებს, ქუმსიშვილის თქმით, კომისიამ ოთხი ძირითადი კრიტერიუმით იხელმძღვანელა, მათ შორის განვითარების კონცეფციით, ფინანსური მდგრადობით, რეგიონის ეკონომიკური განვითარების ზოგადი ხედვით და იურიდიული მიმართულებით.

”ოთხივე მიმართულებით აქტიურად ვიმუშავეთ ჩვენს კონსულტანტებთან ერთად და კომპანიამ წარმოადგინა ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი პორტის განვითარების” – განაცხადა ქუმსიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები