LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიმიტრი ქუმსიშვილი: არცერთ იმ საწარმოს, სადაც აქციები მიმდინარეობს, ბაზრების გახსნის პრობლემა არ აქვს

68

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საწარმოებში დასაქმებულთა აქციების ფონზე, სახელმწიფოს როლს ბაზრების გახსნაში ხედავს.

მისი თქმით, ამ მიმართულებით არცერთ იმ საწარმოს, სადაც აქციები მიმდინარებს, ბაზრების გახსნის პრობლემა არ აქვს.

ქუმსიშვილის განმარტებით, ტყიბულში ნაწარმოები ქვანახშირი 100%-ით იყიდება.

”რამდენსაც აწარმოებს, იმდენი იყიდება. მათი ძირითადი მყიდველი არის ”ჰაიდელბერგცემენტი” და ამ მიმართულებით სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილებები, ოღონდ უკვე ”ჰაიდელბერგცემენტის” მიმართულებით – ჩვენ მათ მივეცით დაბალი ტარიფი გადაზიდვებზე, რაც მნიშვნელოვანი იყო იმისთვის, რომ ხელი შეგვეწყო როგორც ტყიბულისთვის, ასევე ”ჰაიდელბერგცემენტისთვის”, იმიტომ რომ ის იღებს საქართველოში ნაწარმოებს. ეს არის პასუხი იმაზე, თუ რა როლი აქვს სახელმწიფოს. კონკრეტული როლი შევასრულეთ კონკრეტული მიმართულებით” – განაცხადა ქუმსიშვილმა.

რაც შეეხება ფასებს, მისივე თქმით, ქვანახშირი ის პროდუქციაა, რომელზეც საერთაშორისო ფასი დგინდება და მთავრობას არ შეუძლია ფასებზე ითამაშოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები