LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიმიტრი ქუმსიშვილი აშშ-ის ვაჭრობის მინისტრს შეხვდება

62

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აშშ-ის ვაჭრობის მინისტრს უილბურ როსს შეხვდება.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა გაიმართება საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს. გარდა ამისა, დიმიტრი ქუმსიშვილი შეხვედრებს გამართავს საერთაშორისო სავალუტო ფონდში.

ეკონომიკის მინისტრი სავალუტო ფონდის დირექტორ-განმკარგულებელთან ტაო ჟანთან საქართველოს ეკონომიკურ ტენდენციებსა და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრებს, გარდა ამისა, საუბარი წარიმართება საკრედიტო-საგარანტიო რეფორმაზე, რომელმაც მცირე და საშუალო ბიზნესს საბანკო კრედიტებზე წვდომაში, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკურ ზრდის დაჩქარებაში უნდა შეუწყოს ხელი. ასევე იგეგმება შეხვედრა სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელთან მერსედეს ვერა მარტინთან და მის გუნდთან. შეხვედრაზე საუბარი იქნება ფონდთან საქართველოს პროგრამის მიმდინარეობაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები