LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიმიტრი ქუმსიშვილი: ავიაციის სფეროს განვითარება ქვეყნის ეკონომიკაზე აისახება

197

ავიაციის სფეროს განვითარება პირდაპირ აისახება ტურიზმის და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, მოფრენის ახალი ტერმინალის გახნისას განაცხადა.

„დღევანდელი დღე ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ვითარდება ტურიზმი და ავიაცია საქართველოში. 2015 წლის მონაცემებით, თბილისის საერთაშორისოა ეროპორტში მგზავრთ ნაკადმა 1.800.000 გადააჭარბა, რამაც ბიძგი მისცა BOT ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტერმინალის გაფართოების და მშენებლობას. ყოველი მგზავრი და ყოველივე საჰაერო ხომალდის აფრენა-დაფრენა ნიშნავს მეტ ტურისტს საქართველოში, მეტ შემოსავალს აეროპორტისთვის და შესაბამის ინდუსტრიაში ჩართული ყველა კომპანიისთვის. უფრო მეტიც, ტერმინალის მშენებლობის დასრულების და მგზავრთა ნაკადის ზრდის შემდგომ, როგორც უშუალოდ აეროპორტში, ასევე ამ სფეროში ჩართულ კომპანიებში, გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები” – განაცხადა ქუმსიშვილმა.

მან თბილისის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სარეაბილიტაცია სამუშაოებზეც ისაუბრა და აღნიშნა, სამუშაოები, რომელიც 12 კვირის წინ დაიწყო, ივლისში ოფიციალურად დასრულდება.

ახალი მოფრენის ტერმინალის ფართობი 12000 კვადრატული მეტრი იქნება. მშენებლობაზე დასაქმდება 500-მდე ადამიანი. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების პროექტი არსებული ასაფრენი ზოლის, სამიმოსვლო ბილიკების რეაბილიტაციას, ახალი მოფრენის ტერმინალის 5 ახალ სადგომს და მგზავრთა ხიდით უზრუნველყოფას მოიცავს. ახალი ტერმინალის მშენებლობა 2017 წლის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტი წელიწადში 3 500 000 მგზავრს მოემსახურება.

პოპულალურები