LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიმიტრი ქუმსიშვილი ბერლინში ბიზნეს-კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

29

18 მაისს საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მონაწილეობას მიიღებს ბერლინში მიმდინარე ბიზნეს-კონფერენციაში „Connectivity for Commerce and Investment“, რომელიც ეუთოში (ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია) გერმანიის თავმჯდომარეობის ფარგლებში ტარდება.

18 მაისს ბიზნეს-კონფერენციას გახსნის გერმანიის ფედერალური საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი.

ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი მონაწილეობას მიიღებს სესიაში „ეკონომიკური ჰაბები და სატრანსპორტო დერეფნები – სამომავლო სტრატეგიები, პოლიტიკური და ბიზნეს მოდელები“. აღნიშნულ საკითხზე თანამომხსენებლები იქნებიან უკრაინის, ლატვიის, რუსეთისა და გერმანიის სახელმწიფო უწყებებისა და ბიზნეს-კომპანიების ხელმძღვანელი პირები.

ბერლინის ბიზნეს-კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ეუთოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სახელმწიფო უწყებების, ბიზნეს-სტრუქტურების და ექსპერტული წრეების წარმომადგენლები. კონფერენციაზე განხილული იქნება ინფრასტრუქტურული პროექტები, სატრანსპორტო დერეფნები, ვაჭრობის, ენერგოენერგოუსაფრთხოებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები