LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩვენი მიზანია ძალიან სწრაფად გაიზარდოს ქვეყნის ეკონომიკა

75

გვინდა, რომ საუკეთესო დროში, ძალიან სწრაფად გაიზარდოს ქვეყინის ეკონომიკა, – ამის შესახებ  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სასტუმრო ”ქორთიარდ მარიოტში” განაცხადა, სადაც კონფერენცია “მთავრობის როლი ეკონომიკური ზრდის მიღწევაში” მიმდინარეობს.

ქუმსიშვილის განმარტებით, მნიშვნელოვანია, კონფერენციისა და ფორუმის მიზანი – სახელმწიფოს როლი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში და ასევე თვითმმართველობის როლი.

მისივე თქმით, კონფერენცაზე იმყოფება ნორვეგიის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის წამყვანი მკვლევარი და ტალინის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ერიკ რეინერტი.

”ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ცოდნა და საუკეთესო გამოცდილება, რომელიც ამ პროფესორს აქვს ჩამოტანილი. პრაქტიკულად, ჩვენ გამოგვივიდა ეკონომიკური ფორუმების სერია, რომლის დროსაც საუკეთესო გამოცდილებას და იმ ცოდნას ვიზიარებთ, თუ როგორ უნდა განვავითაროთ ნახტომისებურად ჩვენი ეკონომიკა. გვინდა, რომ საუკეთესო დროში, ძალიან სწრაფად გაიზაროდოს ქვეყნის ეკონომიკა, რომ მივიღოთ ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა” – განაცხადა ქუმსიშვილმა.

კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდნენ მომხსენებლები საქართველოს პარლამენტიდან და აკადემიური წრეებიდან.

კონფერენცია საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობიოს ეროვნული ასოციაციისა და ნორვეგიის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა ასოციაციის სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში იმართება. ღონისძიებას ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებს და მისი მიზანია საქართველოს ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს ნორვეგიული გამოცდილება გაუზიაროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები