LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიმიტრი ქუმსიშვილი გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზად არის – ადვოკატი

88

საქართველოს ყოფილი ვიცეპრემიერი, დიმიტრი ქუმსიშვილი სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას მოითხოვს. შესაბამისი განცხადება მთავარ პროკურატურაში ქუმსიშვილის ადვოკატმა, დიმიტრი გაბუნიამ შეიტანა.

გაბუნიას განცხადებით, გავრცელებულ ჩანაწერებში ლევან ყიფიანი ახსენებს ქუმსიშვილის გვარს და ამბობს, თითქოს მასთან შეთანხმებით სთავაზობდა “ომეგა ჯგუფს” კონკრეტულ გარიგებას, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც ადვოკატი აღნიშნავს, ქუმსიშვილი მსგავს ფაქტს ემიჯნება და აცხადებს, რომ ასეთი ფაქტი არ მომხდარა.

“საქართველოს მთავარ პროკურატურაში შევიდა დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადება, რითაც ის ითხოვს ლევან ყიფიანის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას. საქმე ეხება გახმაურებულ აუდიოჩანაწერებს. კონკრეტულად, ერთ-ერთ აუდიოჩანაწერში (თუ ეს ჩანაწერები ავთენტურია) ყიფიანი ახსენებს დიმიტრი ქუმსიშვილის სახელს და გვარს, თითქოს მასთან შეთანხმებით „ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენლებს სთხოვს კონკრეტულ გარიგებას. ჩვენ ვიწყებთ სამართლებრივ ბრძოლას და ეს არის ამ ბრძოლის ერთ-ერთი ნაწილი. საქართველოს მთავარი პროკურატურისგან კატეგორიულად მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ იქნას დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნა ლევან ყიფიანის მიმართ. დიმიტრი ქუმსიშვილი მზად არის, ხვალვე გამოცხადდეს პროკურატურაში, მისცეს ჩვენება. დიმიტრი ქუმსიშვილი მსგავს ფაქტს ემიჯნება, ასეთი ფაქტი არ მომხდარა,” – განაცხადა გაბუნიამ.

ადვოკატის თქმით, დიმიტრი ქუმსიშვილი მზად არის, ბოლომდე ითანამშრომლოს გამოძიებასთან. გაბუნიას თქმით, ქუმსიშვილი, ასევე, მზად არის, შესაბამისი უწყების მიღების შემთხვებაში არა მხოლოდ ლონდონში, არამედ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში წავიდეს.

„დიმიტრი ქუმსიშვილი მზად არის, ბოლომდე ითანამშრომლოს გამოძიებასთან. ჩვენ გვაქვს ფაქტები და მასალები და გამოძიების მსვლელობის დროს მზად ვართ, გამოვიკითხოთ, მივაწოდოთ გამოძიებას ეს მასალები. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია ლონდონის სასამართლოსთან დაკავშირებით. შესაბამისი უწყების მიღების შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ, გავემგზავროთ არა მარტო ლონდონში, არამედ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში,“ – განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, დღეს კიდევ ერთხელ გავრცელდა ჩანაწერი, სადაც ნახსენებია დიმიტრი ქუმსიშვილის სახელი და გვარი და ეს ჩანაწერები ადასტურებს იმ გარემოებას, რომ დიმიტრი ქუმსიშვილი ვიღაცას ხელს უშლიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები