LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიმიტრი ქუმსიშვილი: მნიშვნელოვანია სწორი სივრცითი განვითარება

107

სასტუმრო „რუმსში“ სამუშაო შეხვედრაზე საქართველოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. შეხვედრას პირველი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია ესწრებოდნენ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე სამშენებლო დარგისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად ქვეყნის სივრცითი განვითარების სხვადასხვა მნიშვნელოვან მიმართულებებზე იმსჯელეს, ასევე მოისმინეს პრეზენტაცია, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ნინო გვენცაძემ წარმოადგინა მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებული პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, ქვეყნის განვითარების კვალდაკვალ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყანა სივრცითი მიმართულებით სწორად განვითარდეს.

„დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი შემთხვევა, როდესაც შენობა-ნაგებობები შენდება ქაოტურად და არ არის დაცული ელემენტარული არქიტექტურული ნორმები. ამისთვის ჩვენ მნიშვნელოვნად მივიჩნიეთ, რომ გვქონდეს სამუშაო შეხვედრები, რომელთა საბოლოო მიზანია ერთის მხრივ, გაძლიერდეს ადგილობრივი თვითმმართველობაში ნებართვის გამცემი და შემდგომში უკვე ნებართვის მაკონტროლებელი ორგანოების შესაძლებლობები, მათ შორის ცოდნის მიმართულებით, მეორე მხრივ, ასეთი ფორმატის შეხვედრები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ იცოდეთ, რა ნაბიჯებს დგამს საქართველოს მთავრობა ჩვენი ქვეყნის სწორად განვითარებისთვის. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი გამოისახება იმაში, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის გაცილებით უფრო ხარისხიანი საცხოვრებელი გარემო მივიღოთ და ასევე მივცეთ მათ ხარისხიანი დასვენების შესაძლებლობა,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები