LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიმიტრი ქუმსიშვილი: მსოფლიო ბანკის კვლევა ზუსტად ასახავს მთავრობის მუშაობას

102

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ”Doing Business “-ის რეიტინგში საქართველოს დაწინაურება, მთავრობის ეფექტიანი მუშაობის შედეგია.

ამის შესახებ ქუმსიშვილმა, მთავრობის კანცელარიაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს რეიტინგი უნიკალურია იმით, რომ კვლევა მხოლოდ ობიექტურ და ყოველმხრივ გადამოწმებულ მონაცემებს ასახავს.

”ეს კვლევა ზუსტად ასახავს თუ რას აკეთებს მთავრობა. ჩვენმა ეფექტიანმა მუშაობამ, ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება გამოიწვია. მსოფლიო ბანკმა საქართველო კიდევ ერთხელ აღიარა როგორც ბიზნესის ხელშემწყობი ქვეყანა. ჩვენ გავატარეთ ისეთი რეფორმები, რომლებიც კერძო სექტორს საშუალებას აძლევს, უმოკლეს ვადაში და დაბალი დანახარჯებით დაიწყონ ან განავითარონ ბიზნესი”, – განაცხადა დიმიტრი ქუმისშვილმა.

მსოფლიო ბანკმა “Doing Business 2017: თანასწორი შესაძლებლობები ყველასათვის” კვლევა გამოაქვეყნა, სადაც საქართველო დაწინაურდა და 190 ქვეყანას შორის მე-16 ადგილზეა. 2016 წლის რეიტინგში საქართველოს 23-ე პოზიციაზე იყო.

კვლევის შედეგების თანახმად, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში საქართველო მესამე ადგილზეა უმაღლესი რეიტინგის მქონე ქვეყნებს შორის – მაკედონიის (ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა) და ლატვიის შემდეგ. საქართველო, ასევე, იმ მოწინავე 10 ქვეყანას შორისაა, რომლებმაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს საკუთარი მაჩვენებლები გლობალური მასშტაბით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები