LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიმიტრი ქუმსიშვილი: საჯარო ფინანსების მართვის რეფორმამ მოიტანა ხელშესახები შედეგები

308

საჯარო ფინანსების მართვის რეფორმა მხოლოდ მაშინ არის შედეგიანი, როდესაც არსებობს მისი განხორციელების ძლიერი პოლიტიკური ნება, რეფორმის მოდელები მორგებულია ინსტიტუციონალურ და შესაძლებლობების კონტექსტზე და გამართული კოორდინირების მექანიზმი კი ჩამოყალიბებულია, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოში საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის 10 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, გამართული საჯარო ფინანსების მართვის სისტემა მნიშვნელოვანია მთავრობის მიერ მომსახურების გაწევის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებისათვის. იგი წარმოადგენს საჯარო სექტორის ფინანსური ეფექტიანობის მაქსიმიზაციის მექანიზმს და უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ეკონომიკური წარმატებისათვის.

„საქართველოში საჯარო ფინანსების მართვის რეფორმამ მოიტანა და კვლავ მოაქვს ხელშესახები შედეგები, როგორიცაა მაგალითად, მნიშვნელოვანი პროგრესი საჯარო ფინანსების გამჭვირვალობაში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; შემუშავებული ფისკალური დისციპლინა და ფისკალური წესები; გაძლიერებული და გაღრმავებული უწყებათაშორისი ფისკალური ურთიერთობები, რომელიც განპირობებულია პროგრამული ბიუჯეტირების კარგი სისტემით; საკუთარი ძალების გამოყენებით კარგად ჩამოყალიბებული და სრულად ინტეგრირებული ელექტრონული სისტემები (ePFMS) ბიუჯეტირების, ხაზინის და სხვა დაკავშირებული სფეროებისათვის; საგადასახადო პოლიტიკის შთამბეჭდავი რეფორმა; განვითარებული მაკროეკონომიკური და ფისკალური ანალიზის შესაძლებლობები“, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები