LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიმიტრი ქუმსიშვილი ტყიბულში გაემგზავრა

63

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ტყიბულში გაემგზავრა. ადგილზე უკვე მუშაობენ ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს, ჯანდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იმერეთის გუბერნიისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ჯგუფები.

ტყიბულის შახტში სამთო დარტყმის სედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა და 3 კი დაშავდა .

აფეთქება მინდელის შახტში გამთენიას 04:00 საათზე მოხდა.

უსაფრთხოების სისიტემაზე მომუშავე სპეციალისტები ადგილზე არიან და უფრო კონკრეტულად ცდილობენ დაადგინონ რა გახდა ასეთი ტრაგედიის მიზეზი. დაშავებულები უკვე საავადმყოფოში არიან გადაყვანილები, კომპანია “საქნახშირი” ღმა მწუხარებას გამოთქვამს ამ ტრაგედიის გამო.

ტყიბულში მომხდარ უბედურს შემთხვევაზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები