LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო IT-კომპანიასთან სამომავლო თანამშრომლობა განიხილა

72

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო კომპანიის EON Reality დამფუძნებელს ლეჟესკარს (Dan Lejerskar) შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია საქართველოში მორიგი IDC ცენტრის ფორმირება, რომელსაც რეგიონალური ჰაბის დატვირთვა ექნება და სხვადასხვა მომსახურებას შესთავაზებს როგორც საქართველოს, ასევე აზერბაიჯანს, სომხეთს, თურქეთსა და ირანს. საინვესტიციო მოცულობა შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში დაახლოებით, 27 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

შეხვედრაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო კომპანიის დამფუძნებელს ბიზნესგარემოს ლიბერალიზებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით საქართველოს მიღწევები გააცნო. მინისტრმა აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ციფრული ეკონომიკისა და მოთხოვნაზე დაფუძნებული განათლების სისტემის განვითარების მიმართულებით არაერთ რეფორმასა თუ პროგრამას ახორციელებს. ქუმსიშვილმა EON Reality პროექტების მიმართ დაინტერესება გამოხატა.

სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ პროექტებს შეუძლია საქართველოში როგორც IT, ასევე დიზაინის და სხვა სპეციალისტების გადამზადება და მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება. აგრეთვე ვირტუალური რეალობისა და ციფრული ეკონომიკის სხვა დარგებში კვლევა-განვითარების ფორმირების ხელშეწყობა. შეხვედრაზე EON Reality-ის მთელი მსოფლიოს მასშტაბით განხორციელებული საქმიანობისა და პროექტების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა.

„EON Reality არის საერთაშორისო კომპანია, რომელიც ვირტუალური რეალობის, განათლების, კვლევა-განვითარებისა და მომსახურების მიმართულებით ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში. კომპანიის ძირითადი მიზანია ვირტუალური და დამატებითი რეალობის (Virtual and Augmented Reality) ცოდნის ინტეგრირება განათლებასა და ინდუსტრიაში. EON Reality – ის წარმომადგენლობა მსოფლიოს ყველა კონტინენტზეა. IDC – ინტერაქტიული ციფრული ცენტრები ფუნქციონირებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპის ექვს ქვეყანაში, აფრიკაში, შუა აღმოსავლეთსა და ავსტრალიაში,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველოში კომპანია EON Reality-ის ოფიციალური მასპინძელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოა. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება ასევე თბილისის მერთან კახა კალაძესთან, განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რექტორებთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები