LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიმიტრი ქუმსიშვილმა სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული სამიტი გახსნა

38

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული სამიტი გახსნა.

მაღალი დონის პოლიტიკური დისკუსიაზე სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე ენერგეტიკული თანამშომლობის შედეგები განიხილეს.

„სამხრეთ კავკასიის მაღალი დონის დიალოგი არის პლატფორმა, სადაც ჩვენ საუბრობთ ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან ჩვენი ენერგეტიკული ბაზრების ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ასევე ვსაუბრობთ ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჩვენი კანონმდებლობის ჰარმონიზაციაზე. ჩვენი ქვეყნების ენერგეტიკული ბაზრები არის მცირე და შესაბამისად, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ გვექნება ერთმანეთთან კარგი კავშირები და ევროკავშირთან ჰარმონიზებული კანონმდებლობა, ინვესტორები უფრო თამამად მოახდენენ ინვესტიციებს ჩვენს ენერგეტიკულ ბაზრებზე, ხოლო მომხმარებელი უფრო კონკურენტუნარიანი ფასით მიიღებს ელექტროენერგიას. ეს არის პლატფორმა, სადაც ჩვენს მეზობლებთან ერთად ვმსჯელობთ, თუ რა ინფრასტრუქტურა უნდა განვითარდეს და როგორ უნდა მოხდეს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირთან. ჩვენი მეზობელი ქვეყნებისგან განსხვავებით ჩვენ ეს ვალდებულება აღებული გვაქვს, ვინაიდან ენერგოთანამეგობრობის წევრები ვართ. ძალიან მნიშვნელოვანია ის რეფორმები, რომელსაც გავატარებთ შემდეგი ორი წლის და შემდეგი 5 წლის განმავლობაში, რამაც ბაზრის სრული ლიბერალიზაცია უნდა გამოიწვიოს“,- განაცხადა ქუმსიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები