LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიმიტრი ქუმსიშვილმა ყაზახეთში საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა

72

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი 23-25 ოქტომბერს, მონაწილეობს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ფორუმზე, სახელწოდებით „OECD EURASIA WEEK 2017“, რომელიც ყაზახეთის ქალაქ ალმატიში მიმდინარეობს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმის ფარგლებში, პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მოხსენება გააკეთა ფორუმის ოფიციალურ გახსნაზე და მონაწილეობა მიიღო თემატურ სესიაზე, რომელზეც საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობასა და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა.

ვიზიტის ფარგლებში, აგრეთვე, იმართება ორმხრივი შეხვედრები ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) გენერალურ მდივან ანხელ გურიასთან, ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ ბაკიტჯან საგინტაევთან, უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ნოდირ ოტაჯონოვთან, მონღოლეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრ დამდინსურენ დავაასურენთან, ტაჯიკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე აზიმ იბროჰიმთან, ავღანეთის ეკონომიკის მინისტრ მუსტაფა მასტურთან და ფორუმში მონაწილე სხვა ოფიციალურ პირებთან და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები