LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დინ გრუპი ბეტონის წარმოებას იწყებს

95

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, კიდევ ერთი კომპანია შპს „დინ გრუპი“ გაფართოებას, კერძოდ კი ბეტონის წარმოებას შეძლებს.

სააგენტოს ინფორმაციით, კომპანია 2014 წელს დაარსდა და თავდაპირველად ბეტონის ტრანსპორტირებითა და რეალიზაციით იყო დაკავებული.  2015 წლიდან კი „დინ გრუპმა” გააფართოვა სამუშაო არეალი და დღემდე საექსკავაციო სამუშაოებს, გზების კაპიტალურ რეაბილიტაციას, ქვაფენილების მოწყობას, ახალი საკანალიზაციო და სანიაღვრე ქსელების მოწყობას ახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, კომპანია თავად შეძლებს ბეტონის წარმოებას და ადგილობრივი ბაზრის მომარაგებას. მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე, კომპანიაში 40-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, ხოლო ახალი საწარმოს ამოქმედების პირველ ეტაპზე კომპანიაში დამატებით 15-მდე ადამიანი დასაქმდება.

შპს „დინ გრუპის“ ახალი საწარმო,   რომელიც 2017 წლის ოქტომბრის ბოლოს გაიხსნება, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით, კერძოდ კი ლიზინგის მიმართულებით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას სსიპ „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. სააგენტოს “აწარმოე საქართელოში“ დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა  415,505 ლარს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები