LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დინამიკა, რომელიც ჩვენ გვაქვს აშშ-თან ურთიერთობაში, ძალიან პოზიტიურია – პრემიერი პენსთან შეხვედრაზე

30

დინამიკა, რომელიც ჩვენ გვაქვს აშშ-თან ურთიერთობაში, ძალიან პოზიტიურია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან შეხვედრის შეფასებისას, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობა არა მხოლოდ გაგრძელდება, არამედ გაღრმავდება და სრულიად სხვა საფეხურზე გადავა, რაც მისასალმებელია.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან მის შეხვედრას წინ უძღოდა ძალიან წარმატებული ვიზიტები, საგარეო და თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელთა შეხვედრები, ასევე – საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ვიცე-სპიკერ თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით.

„თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელთა შეხვედრაზე, საქართველოში მიმდინარე სამხედრო რეფორმა ძალიან დადებითად შეფასდა და მინდა ვთქვა, რომ მთლიანობაში, დინამიკა, რომელიც ჩვენ გვაქვს აშშ-თან ურთიერთობაში, ძალიან პოზიტიურია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ფედერიკა მოგერინისთან, რომელმაც ვიზის ლიბერალიზაციის მიმართულებით საქართველოს დახმარების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნული წვლილი შეიტანა. შეხვედრისას, საუბარი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში მომავალ სამოქმედო გეგმასაც შეეხო.

სხვა მნიშვნელოვან შეხვედრებს აღარ ჩამოვთვლი. ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა, რომელიც შეგვიძლია, მიუნხენის უსაფრთხოების ორდღიანი კონფერენციიდან გამოვიტანოთ, გახლავთ ის, რომ ყველაზე ნათლად გამოჩნდა, რამხელა რაციონალი და ლოგიკა დგას ძლიერი ევროკავშირის უკან, ანუ უსაფრთხოების, პოლიტიკური, ეკონომიკური მიმართულებებით, დღევანდელი გამოწვევების პირობებში, რამდენად მნიშვნელოვანია ძლიერი ევროკავშირის არსებობა. არაერთი დისკუსიისას, ძალიან ბევრმა ლიდერმა გაუსვა ამას ხაზი და კიდევ ერთხელ გამოჩნდა ის სინერგია, რომელიც არსებობს ევროკავშირის ქვეყნებს შორის – ერთიანი ბაზრის ძალა და უსაფრთხოების კუთხით ძლიერი ევროკავშირის მნიშვნელობა. ჩვენ გვქონდა საშუალება, საპანელო დისკუსიების დროს, გვესაუბრა საქართველოს სტრატეგიაზე, ასევე იმ გამოწვევებზე, რომლებიც ჩვენ გაგვაჩნია; იმ პოზიტიურ ტენდენციებზე, რომელიც ქვეყანაში უდავოდ არის და ასევე, ოკუპაციის პრობლემებზე და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის მნიშვნელობაზე ამ პრობლემების გადაჭრის პროცესში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ოკუპაციის პრობლემებსა და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის როლზე ამ პროცესში, გიორგი კვირიკაშვილმა გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერესთან შეხვედრის დროსაც ისაუბრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები