LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დინამო ბერძნული კლუბების წინააღმდეგ

40

ევროპა ლიგის ფლეი-ოფში თბილისის ”დინამო” საბერძნეთის პაოკ-ს დაუპირისპირდება. მატჩები 18 და 25 აგვისტოს, თბილისსა და სალონიკში გაიმართება.

”დინამო” ევროთასებზე აქამდე შვიდჯერ შეხვედრია ბერძნულ კლუბებს. ერთი მატჩი ჩვენმა გუნდმა მოიგო, სამი შეხვედრა ფრედ დასრულდა და სამჯერაც მეტოქემ იმარჯვა. გატანილი და გაშვებული ბურთები კი ბერძენთა სასარგებლოდაა – 5:10.

პირველად ელადურ გუნდს ლურჯ-თეთრები თავის ტრიუმფალურ ევროსეზონში დაუპირისპირდნენ. 1980 წლის 17 სექტემბერს თასების მფლობელთა თასის გათამაშების 1/16 ფინალში ”კასტორიამ” უმასპინძლა ”დინამოს” და გატანილი გოლების გარეშე დაცილდა. საპასუხო მატჩი დინამო არენაზე 1 ოქტომბერს შედგა და მასპინძლებმა 2:0 იმარჯვეს. გოლები კი რამაზ შენგელიამ და ვლადიმერ გუცაევმა გაუტანეს ბერძნებს.

2004 წლის 1 დეკემბერს უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე ”პანიონიოსმა” ათენში უმასპინძლა ”დინამოს” და 5:2 დაამარცხა ჩვენი გუნდი. ანგარიში მიხეილ კაკალაძემ გახსნა, აპოსტოლოს მანციოსმა კი გაათანაბრა. ამ უკანასკნელმა თამაშში ჰეთ თრიქი შეასრულა. შემდეგ ლადო ახალაიამ დააწინაურა სტუმრები, ხსენებულმა აპოსტოლოსმა კი კვლავ აღადგინა სტატუს ქვო და შემდეგ წინ გაიყვანა მასპინძლები. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროს ჯერ მარიო ბრეშკამ გაიტანა ერთი გოლი, ხოლო კარლოს მარკორამ საფინალო ანგარიში დააფიქსირა.

2008 წლის 30 ივლისს, უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში ”პანათინაიკოსმა” აპოსტოლოს ნიკოლაიდისის სტადიონზე მიიღო ჩვენი გუნდი. ანდრეას ივანშიცის გოლს, დიმიტრის სალპინგიდისმა დუბლი მიაყოლა და ათენელებმა 3:0 იმარჯვეს. 6 აგვისტოს დინამო არენაზე გამართული მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

2011 წელს ასევე ევროპა ლიგის ფლეი-ოფში და ასევე 18 აგვისტოს ”დინამო” ათენში ადგილობრივ აეკ-ს შეხვდა. ათენელებმა ხოსე კარლოსის მიერ შეხვედრის მიწურულს გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით 1:0 იმარჯვეს. საპასუხო მატჩი 25 აგვისტოდ დინამო არენაზე გაიმართა და თბილისელთა მიერ დებიუტში გატანილი გოლით აღინიშნა. შედეგიანად ალექსანდრე კოშკაძემ ითამაშა. მატჩის ძირითადი დრო ასევე დასრულდა, დამატებით ტაიმში კი ლეონარდუმ ზუსტად შეასრულა თერთმეტმეტრიანი დარტყმა, ანგარიშიც გაათაბრა და საბოლოოდ თავის გუნდს ჯგუფური ეტაპის საგზურიც მოუტანა. აღსანიშნავია, რომ ”დინამოს” დღევანდელი შემადგენლობიდან აეკ-ს წინააღმდეგობას მიკელ ალვარო და ჯაბა ჯიღაური უწევდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები