LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დინამო ჩემპიონთა ლიგას სიახლეებით ხვდება

33

თბილისის “დინამო”, რომელიც რამდენიმე დღეში ევროპის ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ჩაებმება, ახალ სეზონს სიახლეებით ხვდება.

შემადგენლობაში მოხვდნენ: წლევანდელ ევრობასკეტზე მონაწილე საქართველოს ნაკრების წევრები – მიხეილ ბერიშვილი და ილია ლონდარიძე, ლევან ფაცაცია, გიორგი შარაბიძე, ზურაბ მაჩალაძე, ნოდარ გოგოძე, ლევან გრძელიძე, გიორგი რევაზაშვილი და ლეგიონერები – ჰარისონ კიელ ტურპინი, ლაველ ლაფრი ბოიდი, ნიკოლა გაჩეშა და მალიკ კორნელ სტორი.

დინამოელები მნიშვნელოვანი სეზონისთვის აქტიურად ემზადებიან და თურქეთის ქალაქ ტრაბზონში იმყოფებიან, სადაც სამ საკონტროლო მატჩს ჩაატარებენ.

შეგახსენებთ, რომ ქართული კლუბი ჩემპიონთა ლიგაში სადებიუტო შეხვედრას 19 სექტემბერს ბადალონას “ხუვენდუტთან” გამართავს. ქართულ-ესპანური დაპირისპირება თბილისის სპორტის სასახლეში 19:00 საათზე დაიწყება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები