LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დინამომ კაჭარავა დააბრუნა

47

თბილისის „დინამოს“ პრეზიდენტის რომან ფიფიას გადაწყვეტილებით დედაქალაქურ გუნდს ამიერიდან კახა კაჭარავა უხელმძღვანელებს. ის გუნდს თურქეთში შეუერთდება, სადაც ჩვენი გუნდი მეორე წინასასეზონო შეკრებას გადის.
რომან ფიფია ასევე შეხვდა „დინამოს“ ფან-კლუბის წარმომადგენლებს, რომლებსაც გააცნო გუნდში შექმნილი სიტუაცია, აუხსნა ვიაჩესლავ გროზნის წასვლის მიზეზები და ასევე აცნობა მისი გადაწყვეტილება ახალ მწვრთნელთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ კახა კაჭარავას უკვე აქვს „დინამოელთა“ მწვრთნელობის გამოცდილება. ის 2006, 2009-2011 წლებში ხელმძღვანელობდა დედაქალაქურ გუნდს. ის “დინამოში” 2011 წლის ზაფხულში ალექს გარსიამ შეცვალა. კაჭარავა შემდეგ მუშაობდა “ზესტაფონში”, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში და “ცხინვალში”.
ასევე აქტიური საფეხბურთო კარიერის პერიოდში „დინამოს“ ლურჯ-თეთრი მაისური 97- ჯერ მოირგო და 54 გოლი გაიტანა მეტოქეთა კარში.

“მოხარული ვარ, რომ საკუთარ სახლში დავბრუნდი. “დინამოში” ვთამაშობდი და მწვრთნელიც ვიყავი. ვიცი, რამხელა პასუხისმგებლობა მეკისრება და ყველანაირად ვეცდები, რომ გუნდმა პროგრესი განიცადოს. გუნდის თითქმის ყველა ფეხბურთელს ვიცნობ, კარგი ახალგაზრდები არიან შეკრებილნი და მათთან საინტერესო იქნება მუშაობა” – განაცხადა კაჭარავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები