LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დინამომ უშანსოდ წააგო

38

კალათბურთში საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა თბილისის „დინამომ“ ფიბა ევროპის თასის გათამაშებაზე მეორე თამაში წააგო.

ირაკლი ხოშტარიას გუნდმა საკუთარ მოედანზე რუმინული “კლუჟ ნაპოკას” წინააღმდეგ ითამაშა და შედეგით 73:87 დამარცხდა.

რუმინელებმა თავიდანვე პრესინგის მარწუხებში მოაქციეს “დინამო”. საქართველოს ჩემპიონი განსაკუთრებით რუმინელთა საუკეთესო გუნდის დაცვის მწყობრმა თამაშმა დააბნია. საწყისი წუთებიდანვე ანგარიშმა რუმინელთა სასარგებლოდ იწყო ზრდა. კლუჟელებს შორეული ტყორცნებიც წაუვიდათ და ფარქვეშ თამაშიც…

ირაკლი ხოშტარია (“დინამოს” მთავარი მწვრთნელი): “სამწუხაროდ, ამ დონის გუნდებთან მოსაგებად ჯერ მზად არ ვართ. ამასთან, ყველაფრის მიუხედავად, ნებისმიერ მეტოქესთან ვიბრძოლებთ. ასეთ დონეზე გამოსვლა სასიკეთოდ წაადგება ჩვენ სუპერლიგას და მთლიანად ჩვენ კალათბურთს”.

მიხაი სილვასანი (“კლუჟ ნაპოკას” მთავარი მწვრთნელი): “კარგად დავიწყეთ და მთელი შეხვედრის მსვლელობისას საბოლოო წარმატებაში ეჭვი წამითაც არ შემპარვია. მეორე ტაიმში ძალა დავზოგეთ, რადგან სამ დღეში საშინაო ჩემპიონატში მნიშვნელოვანი მატჩი გველის”.

E ჯგუფის მეორე შეხვედრაში “ისტანბულმა” საკუთარ მოედანზე ბულგარეთის “ლუკოილი აკადემიკს” იოლად 81:69 სძლია.

ჩვენს ქვეჯგუფს, ორი ტურის შემდეგ, ორი გამარჯვებით რუმინეთის “კლუჟი” ლიდერობს.

“დინამო” მესამე ტურის მატჩს 1-ელ ნოემბერს სტუმრად “ისტანბულთან” ჩაატარებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები