LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დინამოს გამარჯვების 35 წლის იუბილეს განსაკუთრებით აღნიშნავენ

448

თასების მფლობელთა თასზე ”დინამოს” გამარჯვების 35 წლის იუბილეს სპეციალური ღონისძიებებით აღნიშნავენ.

”დინამო არენაზე” დღეს, 13 მაისს მემორიალური დაფა გაიხსნება და თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოგების 35 წლის იუბილე აღინიშნება.

იუბილეს ფარგლებში, დაგეგმილია მემორიალური დაფის გახსნა, ასევე ვეტერანი ფეხბურთელები და ოფიციალური დელეგაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს ესტუმრება. გარდა ამისა თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში საიუბილეო მიღება გაიმართება.

ქართული სპორტის მუზეუმის ინიციატივით მოეწყობა თასების და აქამდე უცნობი ფოტოების გამოფენა. ასევე სპეციალურად ამ თარიღისთვის ქართული სპორტის მუზეუმის მიერ გამოცემული წიგნის პრეზენტაცია. ვეტერან ფეხბურთელებს სამახსოვრო პრიზები გადაეცემათ.
თბილისის „დინამოს” განვლილი გზა გამარჯვებამდე 1980-81 წლების ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასის გათამაშების შედეგები:

1/16 “დინამო”-“კასტორია” (საბერძნეთი) 0:0, 2:0
1/8 “დინამო”-“უოტერფორდი” (ირლანდია) 1:0, 4:0
1/4 “დინამო”-“ვესტ ჰემი” (ინგლისი) 4:1, 0:1
1/2 “დინამო”-“ფეიენოორდი” (ჰოლანდია) 3:0, 0:2
ფინალი: “დინამო”-“კარლ ცაისი” (გდრ) 2:1

35 წლის წინ, ამ შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო 21-მა ფეხბურთელმა:

მეკარე: ოთარ გაბელია – 9 მატჩი;
მცველები: ალექსანდრე ჩივაძე-9 (2 გოლი), ნოდარ ხიზანიშვილი-7, გია თავაძე-7, თამაზ კოსტავა-7, შოთა ხინჩაგაშვილი-5, დავით მუჯირი-4, გიორგი ჭილაია-3(1);

ახევარმცველები: თენგიზ სულაქველიძე-9 (2), ვიტალი დარასელია-8 (3), ზაურ სვანაძე-5, ნუკრი კაკილაშვილი-4, ვახტანგ ქორიძე-2, გოჩა ჯოხაძე-1, კონსტანტინე კერესელიძე-1;

თავდამსხმელები: რამაზ შენგელია-9 (5), დავით ყიფიანი-9, ვლადიმერ გუცაევი-7 (3), რევაზ ჩელებაძე-4, ვაჟა ჟვანია-2, გურამ ჩქარეული-1.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები