LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დინამოს ხუვენტუდი ერგო: ქართული კალათბურთი ჩემპიონთა ლიგაზე იქნება

55

შვეიცარიის ქალაქ მიესში საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.

პირველ ეტაპზე თბილისის “დინამო” ესპანურ “ხუვენტუდს” დაუპირისპირდება. პირველი შეხვედრა თბილისში 19 სექტემბერს გაიმართება, ხოლო განმეორებითი ბადალონაში 21 სექტემბერს.

პირველი ეტაპის დაძლევის შემთხვევაში თბილისელები მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ფინურ “კატაიას” შეხვდებიან (24 და 26 სექტემბერი). მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე კი “დინამოს” შესაძლო მეტოქე გერმანული “ტელეკომ ბონი” იქნება.

“ხუვენტუდმა” ქვეყნის ჩემპიონატის რეგულარული სეზონი მე-14 ადგილზე დაასრულა და პლეი ოფს მიღმა დარჩა.

სამივე ეტაპის დაძლევის შემთხვევაში “დინამო” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.

2017-18 წლების სეზონში ჩემპიონთა თასის ჯგუფურ ეტაპზე 32 გუნდი ითამაშებს, რომელთაგან 8 საკვალიფიკაციო ეტაპის გავლით გავა.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ვერმოხვედრის შემთხვევაში კი გუნდები ფიბას თასზე გადაინაცვლებენ და ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები