LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დინამოში არნახული სანქციები დაწესდა: კაჭარავამ ჯარიმები დოლარებში ჩამოწერა

65

დიდი ხანი არ არის, რაც თბილისის „დინამოში“ ახალი მწვრთნელი მივიდა – კახი კაჭარავა. იგი აქამდეც მუშაობდა „დინამოში“ და შესაბამისად მისთვის ქვეყნის უპირველესი გუნდი უცხო არ არის (მით უმეტეს თავიდ დროზე „დინამოს“ ფეხბურთელი იყო). კაჭარავა გუნდს თურქეთში შეკრებაზე შეუერთდა და როგორც ჩანს რაღაცეები არ მოეწონა. ყოველ შემთხვევაში მწვრთნელს ისეთი სანქციები დაუწესებია, ჩვენში ცოტა უცხოდ რომ ჟღერს.

 

„აიპრესის“ ინფორმაციით, კაჭარავას მიერ დაწესებული ჯარიმები დაახლოებით ასე გამოიყურება:

1. ვარჯიშზე დაგვიანება – 100 დოლარი;

2. წვივსაფრის გარეშე ვარჯიში – 50 დოლარი;

3. ვარჯიშის უმიზეზოდ გაცდენა – 300 დოლარი;

4. უხარისხო ვარჯიში – 200 დოლარი;

5. ვარჯიშზე არასპორტული საქციელი (სიტყვიერი შეურაცხყოფა, განზრახ ტრავმის მიყენება) – 300 დოლარი;

6. სათამაში დისციპლინის დარღვევა – 500 დოლარი;

7. თამაშის დროს არასათამაშო სიტუაციაში ყვითელი ბარათის მიღება (მსაჯთან ან მოწინააღმდეგესთან კამათი ან სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება) – 500 დოლარი;

8. წითელი ბარათი (ფედერაციის მიერ დაკისრებულ ჯარიმას იხდის ფეხბურთელი) – 1000 დოლარი;

9. თეორიაზე დაგვიანება – 100 დოლარი;

10. მობილური ტელეფონით სარგებლობა თეორიაზე თამაშის დღეს – 50 დოლარი;

11. შეკრებიდან დაუკითხავად გასვლა – 300 დოლარი;

12. მწვრთნელების მითითების იგნორირება – 1000 დოლარი;

13. ექიმის მითითების იგნორირება (დანიშნულ მკურნალობაზე ან მედიკამენტებზე უარის თქმა, ფიზიოთერაპიის არ ჩატარება, ვიტამინების არ მიღება) – 1000 დოლარი;

14. აზარტული თამაშები (ბანქო, ტოტალიზატორი, კაზინო);

1. შემთხვევა – 2000 დოლარი;

2. შემთხვევა (ხელფასის 50% განახევრება და მეორე გუნდში ვარჯიში) – 3000 დოლარი;

15. ალკოჰოლოს, თამბაქოს მოხმარება – 100 დოლარი;

16. განაწესის არ შესრულება – 200 დოლარი;

17. ზედმეწი წონა (1 კგ) – 1000 დოლარი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები