LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დინამოში გროზნი მოვიდა

310

თბილისის ”დინამოს” ახალი მწვრთნელი ყავს.კლუბის საწვრთნელ ბაზაზე გუნდის პრეზიდენტის მრჩეველმა ლევან სალუქვაძემ ”დინამოს” ახალი მთავარი მწვრთნელი, უკრაინელი სპეციალისტი – ვიაჩესლავ გროზნი წარადგინა. თანამშრომლობა 3 წელზეა გათვლილი, კონტრაქტი 1+2 სისტემით გაფორმდა.

გროზნის ჩამოსვლა თავდაპირველად იანვრიდან იგეგმებოდა, თუმცა მხარეთა შეთანხმებით, გუნდთან უკეთესი ადაპტაციისათვის ეს რამდენიმე თვეც დაემატა.

”დინამომდე” ვიაჩესლავ გროზნი უჟგოროდის ”ჰოვერლაში” მუშაობდა. მანამდე კი გამოცდილ მწვრთნელს ზაპოროჟიეს ”მეტალურგში”, ”ნივაში”, მოსკოვის ”სპარტაკში”, სოფიის ”ლევსკში”, კიევის ”არსენალში”, გროზნოს ”ტერეკში” და ”ტობოლში” უმუშავია. კლუბში მყოფ სტაფთან ერთად ასევე იმუშავებენ მწვრთნელის ასისტენი – ოლეკსი ველიჩკო, ფიზ. მომზადების მწვრთნელი – ალექსეი სკორპანი და ექიმი – ანდრი კოლოსოვი.

ვიაჩესლავ გროზნი: მოხარული ვარ ასეთ სახელოვან, ტრადიციულ და ამბიციურ კლუბში მოხვედრით. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა რომან ფიფიას, რომელიც ამ კლუბის წარმატებისთვის არაფერს იშურებს. აქ ფეხბურთელის მოსამზადებლად შეუდარებელი გარემოა და კლუბში მომსახურე პერსონალიც ძალიან მონდომებულია. წინ დიდი შრომა გველის და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა შედეგიანი იქნება. ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა თბილისის ”დინამოს” მწვრთნელობა.

 

download

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები