LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიორის“ ახალი კამპანიისთვის ჯენიფერ ლოურენსმა ფოტოშოპზე უარი თქვა

121

2012 წლიდან მოყოლებული ჯენიფერ ლოურენსი „დიორის“ სახეა, თუმცა ახალ სარეკლამო კამპანიაში მან უჩვეულო გზას მიმართა და მაკიაჟის გარეშე გამოჩნდა. ბრენდის შავ-თეთრ ფოტოებზე, რომლებიც ქსელში გავრცელდა არ არის ფოტოშოპის კვალიც.

ბრენდის ახალ შემოდგომა-ზამთრის კოლექციაში, სადაც ლოურენსმა ურბანული სტილი წარმოადგინა, უარი თქვა ჩვეულ გლამურზე. ერთ-ერთ ფოტოზე ჯენიფერს აცვია მაისური, რომელზეც აწერია: „We Should All Be Feminists“, რაც ლოურენსის იდეას უწევს პოპულარიზაციას.

ფოტოების ავტორი ბრიჯიტ ლაკომბია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები