LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დის მკვლელობის ბრალდებით გურიაში მამაკაცი დააკავეს

33

გურიაში 1938 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულმა საკუთარ სახლში, თავის დას ჩაქუჩით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.

“მამაკაცმა გარდაცვლილი დის ცხედარი საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ახლოს, ეზოში დამარხა, ხოლო ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალის დაფარვის მიზნით, პოლიციაში განცხადება შეიტანა, თითქოს მასთან ერთად მცხოვრები კ.თ., რამდენიმე დღეა, უგზო-უკვლოდ არის დაკარგული,“ – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა მამაკაცი საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს, ხოლო გარდაცვლილი ქალბატონის ცხედარს ბრალდებულის ეზოში მიაკვლიეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები