LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“Discovery Channel”-მა ქართულ ღვინოზე ვიდეორგოლი მოამზადა (ვიდეო)

74

Discovery Channel-მა ქართული ღვინის შესახებ ვიდეორგოლი მოამზადა. Discovery channel-ის ვიდეორგოლში ტურისტულად მიმზიდველი ადგილებია ნაჩვენები. კლიპში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქართული კულტურის, ღვინის დამზადების ტრადიციის, ქვევრისა და ქართული სტუმართმოყვარეობის შესახებ საუბრობს.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტელეკომპანიის კლიპი საქართველოს შესახებ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მილიონობით მაყურებელმა იხილა. ვიდეორგოლი გერმანიაში, დიდი ბრიტანეთში, შვედეთში, დანიაში, ფინეთში, იტალიაში, ესპანეთში, პოლონეთში, უნგრეთში, რუმინეთში, ბულგარეთში, სერბეთში, სლოვენიაში, ხორვატიაში, ესტონეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გავრცელდა.

https://www.youtube.com/watch?v=J26KKp7FZr8

ვიდეოკლიპი საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის ცენტრში Cité des Civilisations Du Vin, მიმდინარე გამოფენას ეძღვნება. გამოფენა სახელწოდებით „საქართველო – მეღვინეობის აკვანი“ 31 ივლისს გაიხსნა და ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება. საქართველო პირველი მიწვეული ქვეყანაა, რომელმაც ღვინის ცივილიზაციის ცენტრში მევენახეობა-მეღვინეობის გამოფენათა ციკლი გახსნა და ღვინის ცივილიზაციის მუზეუმის საპატიო მასპინძლელი გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები