LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიზაინერი ნანა მელქაძე: „წელს აქტუალურია რუშები და ფოჩები…“

847

დიზაინერი ნანა მელქაძე სექტემბრის ბოლოს საკუთარ მომხმარებელს ახალ კოლექციას წარუდგენს. მასზე მუშაობა თითქმის დასრულებულია. ნანა მელქაძის მოდის სახლი აქტიურად მუშაობს ზაფხულშიც. რამდენიმე წლის წინ დიზაინერმა საცურაო კოსტიუმებიც შექმნა, ამ ხაზის გაკეთებას ახლაც გეგმავს. საუბარი სწორედ საზაფხულო მოდით დავიწყეთ და შემოდგომაზეც გადავინაცვლეთ.

ნანა მელქაძე:

ზაფხულში აქტუალურია ზღვაზე დასვენება. ვინც თბილისდან ვერ ახერხებს გასვლას, აუზზე მაინც დადიან, ასე რომ საცურაო კოსტიუმებით დავიწყოთ – წელს ცალ-ცალი საცურაო კოსტიუმებიც მოდურია და ერთიანიც. ერთიანი, ზოგადად, ძალიან კომფორტულია, თუკი ქალს რაიმე კომპლექსი აქვს, მაგალითად, მუცლის, ამას მოხერხებულად დამალავს. თუმცა ახლა ერთიანი საცურაო კოსტიუმები იმდენად მოდურია, რომ ვისაც არაფერი აქვს დასამალი, ისინიც იცვამენ (იღიმის), განსაკუთრებით ისეთ მოდელებს, რომლებიც სხვადასხვა ადგილას არის შეჭრილი. ამ მხრივ სიჭრელეა აქტუალურია, სხვადასხვა ფერშერეული საცურაო კოსტიუმი ძალიან ლამაზია, თუმცა როგორც ყოველთვის, შავიც და თეთრიც მოდურია. შეგიძლიათ შეიძინოთ თვლებითა და ფოჩებით გაფორმებული, რაც ასევე ძალიან თანამედროვე მოდელებია. ზოგადად, წელს მოდურია რუშები და ფოჩები…

მეც არაერთხელ შემიკერავს და კარგია გადასაცმელებიც და შემოსაცმელებიც, ანუ პარეოს თუ ხალათის ტიპის სამოსი, რომელსაც საცურაო კოსტიუმზე მოირგებთ. ის უნდა იყოს ჰაეროვანი, ძირითადად, შიფონისგან იკერება და ძალიან ლამაზია. ამ ყველაფერზე შლაპასაც თუ მოირგებთ, თქვენი საზღვაო ჩაცმულობა მოდური და აქტუალური იქნება.

ზაფხულში სარაფანა ყველაზე კომფორტული ჩასაცმელია, მასზე რუშები სიახლეა და ძალიან ლამაზია. ასევე აქტუალურია პერანგის ტიპის კაბებიც. გარუჯულ სხეულს ძალიან უხდება სალათისფერი, ე.წ. ელექტრიკი, ხორცისფერი, მოკლედ, ნათელი ფერები. ყოველდღიურად შეგიძლიათ, ბოტასზე მოირგოთ ვიწრო მუხელ ქვემოთ ქვედაბოლოები მოკლე ტოპებზე.

შემოდგომაზე, ვიცი, რომ ახალ კოლექციას წარადგენ. რა აქტუალური ტენდენციები გაითვალისწინე?

ახლა ვმუშაობთ და თითქმის დასრულებული გვაქვს კოლექცია, რომელსაც სექტემბრის ბოლოს წარვადგენთ. 2017 წელი საკმაოდ საინტერესო ტენდენციებს გვთავაზობს, რასაც ჩვენი სახლი ითვალისწინებს, თუმცა ამ ყოველივეს, რასაკვირველია, ჩემი ხელწერით ვაკეთებ. გვაქვს უამრავი სიახლე. კაბებში გოფრეები შემოვიტანე, არასტანდარტულად, ასევე მოგრძო ფორმის ფირფიტები, დეკორის სახით, ასევე ბუმბულები. რაც შეეხება ფერებს – აქ სიჭრელე არ გამომოყენებია, ვინაიდან ზოგადად, პასტელური ფერებია მოდური, კოლექციაში მაქვს ბაცი ვარდისფერი, ხორცისფერი, ასევე, რა თქმა უნდა, შავი, ეს ფერებია სწორედ აქტუალური შემოდგომას.  ნაჭრები: ხავერდი, შიფონი, ცოტა ნაკლებად, მაგრამ მაინც – გიპიური…

ჯერჯერობით არ დამიწყია მუშაობა ფეხსაცმელზე, მაგრამ სექტემბრიდან მომხმარებელს ამ სიახლესაც ვპირდებით. აქტუალურია თასმები ყველაფერზე, ღია თუ დახურულ ფეხსაცმელზე. ფეხსაცმლის გაწყობა შესაძლებელია ბუმბულით, თვლებითა და ფირფიტებით.

აქსესუარები: მე კოლექციაში მაქვს ყელის აქსესუარები, რასაც ძალიან სადა საყურეებთან ვახამებ. ზოგადად, ისეთი კოლექცია მექნება, რომელსაც ძალიან გადაპრანჭული საყურე არ მოუხდება, რადგან სამოსი იქნება დატვირთული სხვადასხვა გასაფორმებელი საშუალებით. ეს ჩვენი სახლის დამახასიათებელი ნიშანია (იღიმის).

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები