1. Non Blondes
Whats Up
2. Air / Talkie Walkie
Biological
3. QUEEN
Mama
4. David Bowie
Art Decade
5. Norah Jones
Happy pills
Cream
Sunshine of your love

რას ვაკეთებ თავისუფალ დროს? ვფიქრობ. რაზე? ამას არ ვამბობ, რადგან ვთვლი რომ ეს ერთადერთია, რაც საკუთარ თავთან განმარტოვების საშუალებას მაძლევს.


ეს ალბათ იმის ბრალია რომ თავისუფალი დრო თითქმის არ მაქვს, ამიტომაც ჩემი გატაცებების
შესახებ ბევრმა არაფერი იცის. თქვენ გეტყვით, რომ საშინლად მიყვარს კითხვა: ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა თავს სხვა სამყაროში ვგრძნობ და რეალობას ვწყდები. მიყვარს რემარკი და ვთვლი, რომ ყველა მისი გმირი რაღაცით მე მგავს. "ღამე ლისაბონში" 8-ჯერ წავიკითხე და ყოველ ჯერზე მეჩვენება რომ ახალ რომანს ვკითხულობ. იქიდან გამომდინარე, რომ სირთულეებიც მიყვარს
ფოლკნერზეც ვგიჟდები, თუმცა ეს უფრო თუთას დამსახურებაა.. ის რის გარეშეც ცხოვრება ვერ წარმომიდგენია, არის სამოსი,
პარფიუმერია და მუსიკა. ჟგუფი, რომლის ლაივ კონცერტზეც მინდა მოვხვდე U2 გახლავთ და ვიცი რომ ამ ოცნებას აუცილებლად
ავისრულებ. არ დამიჯერებთ, მაგრამ სულაც არ მყავს ბევრი მეგობარი, მხოლოდ რამდენიმე და ყველა მათგანი ჩემი ცხოვრების ნაწილია. ისევე როგორც ყველა რადიომსმენელი, რადგან მათთან ყველაზე ხშირად მიწევს კონტაქტი... საკუთარ თავზე საუბარი არ მიყვარს, ხოლო რაც გულიდან მოდის მხოლოდ ეთერში ვაჟღერებ. ასე რომ, ჩემი მოსმენით უფრო მეტს გაიგებთ ჩემზე ვიდრე ერთი ჩვეულებრივი ავტობიოგრაფიით.

მოდა და ყველაფერი, რაც მოდას ეხება - ნატას სფეროა. ნატა უკვე რამდენიმე წელია გადაცემას სტილი უძღვება, სადაც ცნობილი ქართველი დიზაინერები და მოდის შემქმნელები მოდიან სტუმრად. ნატა სილამაზის კონკურს მის საქართველოს უკვე ტრადიციული წამყვანია.

საყვარელი შემსრულებელი

Robbie Williams
Angie
Cumberland London
მუსიკა / ოქროს ჰიტები: საუკეთესო 60-ანებიდან, საუკეთესო 70-ანებიდან, საუკეთესო 80-ანებიდან, საუკეთესო 90-ანებიდან, ფლეილისტი განწყობისთვის
გადაცემები: არტ fm, წარმატების ფორმულა, სტილი, პოპულარულები და ცნობილები, ბიზნეს ნიუსი, მაღალი მსოფლიო.
ახლა ეთერშია:
გვიპოვე:
Facebook Twitter Vimeo Google+