1. Non Blondes
Whats Up
2. Air / Talkie Walkie
Biological
3. QUEEN
Mama
4. David Bowie
Art Decade
5. Norah Jones
Happy pills
Cream
Sunshine of your love

როგორია თუთა?

წითური
და ამ პასუხით მასზე თითქმის ყველაფერი ნათქვამია.როგორც ყველა წითური, ისიც წარსულში პეპი გრძელი წინდა იყო და მერე რა რომ ახლა გაიზარდა, ახლა ის გაზრდილი პეპი გრძელი წინდაა, ფერადი გეტრებით და არა მხოლოდ.

მას თითქმის  ვერასოდეს ნახავთ ყურსასმენების  და ჩართული ფლეერის გარეშე, ვერასოდეს ნახავთ მოწყენილი ფერის სამოსით შემოსილს. თუთა არის ფერადი და ფერადი და ძალიან ფერადი.
თუთა რადიო  ფორტუნას 2008 წელს შეუერთდა, მანამდე კი სხვადასხვა დროს სხვადასხვა რადიოში მუშაობდა. წლების მანძილზე ის რადიო ფორტუნას დილის შოუს წამყვანი იყო, ასევე სხვადასხვა საავტორო გადაცემის. მათ შორის „ლიტერატურული დღიურების“ , რომელიც რადიომსმენელს ლიტერატურულ სიახლეებზე უყვებდა. გადაცემის სტუმრები ცნობილი ქართველი მწერლები და პოეტები იყვნენ.

თუთა ახლა ორშაბათის  დილის შოუს წამყვანია. ასევე გადაცემას „ჩემი კიბერნაცია“ უძვღვება. ეს არის გადაცემა მათთვის, ვისაც ინტერნეტის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენლად ეჩევენება. კიბერადამიანების შეკრების ადგილი შაბათს, ფორტუნას ტალღაა.

პროფესიით ჟურნალისტია, ბაკალავრის ხარისხი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის  უნივერსიტეტში მიიღო, მაგისტრის - GIPA-ში. ახლა სადოქტორო თემაზე ისევ უნივერსიტეტში მუშაობს.„სხვადასხვა დროს სხავდასხვა მუსიკას ვუსმენ. ზუსტად ვიცი რა არ მომწონს - არ მომწონს პოპი, ის, რასაც  ესტრადას ეძახიან, არ მომწონს  რეპი, ჰიპ-ჰოპი, არ მომწონს  ფოლკი. მიყვარს ნამდვილი მუსიკა, ჩემებურად ნამდვილი: ბიორკი და ტომ იორკი, dépêche mode  და cocorosie, beth hart და Janis Joplin, led zeppelin  და tom waits  და ბავშვობის მუსიკა, 90-ანებიდან“.

ბლუზიდან როკ  მუსიკამდე გზა ჯაზზეც გადის, ეს რა თქმა უნდა განწყობის გზაა. და ამ გზაზე ჯიფსი პანკ ჯგუფების სიყვარულმაც შეიძლება გამოიაროს.

Antony and johnsons , archive, apparat, placebo, muse, portishead, the white stripe etc.მუსიკის გარდა:  წიგნები და ფილმები. სილვია პლათი და ვირჯინია ვულფი, კნუტ ჰამსუნი და უმბერტო ეკო, უილიამ ფოლკნერი და ალენ გინზბერგი, ჩაკ პალანიკი და უილიამ ბეროუზი. პედრო ალმოდოვარი და ფრანსუა ოზონი, რიჩარდ ლინკლეიტერი და ლარს ფონ ტრიერი.

THE END: Love is music, keep on dancing 

საყვარელი შემსრულებელი

Bjork and Thom Yourke
I have seen it all
Cumberland London
მუსიკა / ოქროს ჰიტები: საუკეთესო 60-ანებიდან, საუკეთესო 70-ანებიდან, საუკეთესო 80-ანებიდან, საუკეთესო 90-ანებიდან, ფლეილისტი განწყობისთვის
გადაცემები: არტ fm, წარმატების ფორმულა, სტილი, პოპულარულები და ცნობილები, ბიზნეს ნიუსი, მაღალი მსოფლიო.
ახლა ეთერშია:
გვიპოვე:
Facebook Twitter Vimeo Google+