LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟენევაში ქართული დელეგაცია მთავარ საკითხად არჩილ ტატუნაშვილის საკითხს დააყენებს

77

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით დონდუას, ინფორმაციით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 43-ე რაუნდზე ქართული მხარე მთავარ საკითხად არჩილ ტატუნაშვილის საკითხს დააყენებს.

როგორც მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებს განუცხადა, ქართული მხარე გამოძიების ჩატარებისა და დამნაშავეების დასჯის საკითხს, განსაკუთრებით რუსეთის დელეგაციის წინაშე მწვავედ დააყენებს. მისივე თქმით, ეს საკითხი გამოწვევაა როგორც უსაფრთხოების, ასევე ჰუმანიტარული კუთხით.

„დღესაც და ხვალაც, მთავარი საკითხი იქნება ორივე სამუშაო ჯგუფის დღის წესრიგში, არჩილ ტატუნაშვილის საკითხი. ჩვენ ძალიან მწვავედ დავაყენებთ ამ საკითხს, განსაკუთრებით რუსეთის დელეგაციის წინაშე, რომ ყველაფერი გაკეთდეს ახლა მაინც, რათა ხელი არ შეეშალოს გამოძიების პროცესს, დადგინდნენ ის პირები, ვინც არიან დამნაშავეები. თუმცაღა პიროვნებების დადგენა, არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ უნდა აიღოს იმაზე, რაც მოხდა. უნდა გაკეთდეს ყველაფერი იმისთვის, რომ გამოძიების პროცესი წარმატებით დასრულდეს. ეს იქნება მთავარი თემა, რომელსაც ჩვენ დავაყენებთ დღეს თანათავმჯდომარეებთან და თანამოდერატორებთან. ასევე ხვალ ორივე სამუშაო ჯგუფში – როგორც უსაფრთხოების, ასევე ჰუმანიტარულ სამუშაო ჯგუფებში ამაზე იქნება საუბარი. ეს არის გამოწვევა უსაფრთხოების მხრივ. ეს არის ის განუკითხაობა, რაც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული თვალსაზრისით და ეს სამწუხაროდ, პირველი შემთხვევა არ არის. ორი წლის წინ იყო ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტი, მანამდე – ბაშარულის მკვლელობის ფაქტი. თუ დამნაშავეები არ დაისაჯნენ, ვიღაცამ არ აიღო პასუხისმგებლობა და გასაგებია ვინც – ეს არის ის ძალა, რომელიც ახორციელებს ეფექტურ კონტორლს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ეს მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა დავით დონდუამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები