LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟენევაში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

55

ჟენევა – გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მე-11 ციკლის საორგანიზაციო სესიაზე ჟენევაში გაერო-ს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, შალვა ცისკარაშვილი გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.

საქართველო პირველად იქნა არჩეული ამ პოზიციაზე და ქვეყანა ვიცე-პრეზიდენტის ფუნქციებს  2017 წლის განმავლობაში შეასრულებს.

საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, საბჭოს პრეზიდენტთან და ბიუროს სხვა წევრებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს საორგანიზაციო და საპროცედურო საკითხების შემუშავებაში, ასევე გაუძღვება ცალკეული სხდომების მიმდინარეობას.

2017 წლის განმავლობაში, საქართველოს წარმომადგენელთან ერთად, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს ვიცე პრეზიდენტის ფონქციებს ასევე შესარულებენ ეგვიპტის, ერაყისა და შვეიცარიის წარმომადგენლები.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად საქართველო 2016-2018 წლების ვადითაა არჩეული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები