LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟენევის დისკუსიებზე მთავარი საკითხი რუსეთის ვალდებულებებია – ქეთევან ციხელაშვილი

21

“ქართულმა მხარემ საკუთარი ვალდებულებები პირნათლად შეასრულა, რა ვალდებულებებიც აქვს რუსეთს, ეს არის მთავარი საკითხი, რომელიც ისმევა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე,” – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა, განაცხადა.

ციხელაშვილი კიდევ ერთხელ მოუწოდებს დიალოგში ჩართულ მხარეებს ყურადღება სწორედ ამ საკითხებს დაეთმოს.

“შედგა 42- ე რაუნდი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების. ამ რაუნდზე ყველა ის საკითხი წამოჭრა ქართულმა მხარემ რაც აქტუალურია. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ საკითხებს. რომელიც უკავშრიდება ადამიანების მდგომარეობას უშუალოდ ორივე რეგიონში. ასევე, ბუნებრივია საუბარი შეეხო ისეთ თემებს, რომელიც არის ამ დისკუსიების მთავარი საყრდენი საკითხები, ძალის გამოუყენებლობა, საერთშორისო უსაფრთხოების მექანიზმების ამოქმედების აუცილებელობა და დევნილთა დაბრუნების პროცესის დაწყება და ხელშეწყობა. ქართულმა მხარმემ კიდევ ერთხელ გაუსვა ამას ხაზი. ჩვენ არამხოლოდ პრობლემებს ვაყენებთ ჟენევის დისკუსიებზე არამედ ვსაუბრობთ მოგვარების გზებზე,” – აღნიშნა ციხელაშვილმა.

დღესვე სახელმწიფო მინისტრმა სამინისტროებში ოპტიმიზაციაზეც ისაუბრა და ჟურნალისტის კითხვას, რომელიც შეეხებოდა 19 სამინისტროში 88 მოადგილის შტატის არსებობას უპასუხა, რომ მის სამინისტროში, შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრს მხოლოდ ერთი მოადგილე ჰყავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები